8 წლის ბარბარე შონიას სახელი
ბორჯომში ყველამ იცის. ის არაერთი ტურნირის გამარჯვებული და 7 წლის
ასაკში საქართველოს ჩემპიონია ჭადრაკში.სპორტის ეს სახეობა შონიების ოჯახში
შთამომავლობით გადადის. ბაბუის ნასწავლ თამაშს, შვილების შემდეგ,
შვილისშვილები აგრძელებენ. ბარბარე ჭადრაკს 3 წლიდან თამაშობს.
კორონავირუსის პანდემიის გამო პატარა მოჭადრაკე ამჯერად ონლაინ
ტურნირებში მონაწილეობს. მისი ოცნებაა მსოფლიო ჩემპიონი
გახდეს.