სოციალური ვიდეო
დავით კიკაძე - სიკეთით "ინფიცირებული" ბორჯომიდან
„სიკეთის ვირუსი“ შეეყარა დავით კიკაძეს. 28 წლის ახალგაზრდა ბორჯომში ტაქსის მძღოლია. საკუთარ ავტომობილს ახლა ქველმოქმედებისთვისაც იყენებს და ბორჯომელებს ეხმარება. ვისაც გადაადგილება უჭირს, წამლებით, პროდუქტით ამარაგებს. შეჭირვებულებს კი მგზავრობის ფულს არ ახდევინებს.

დავით კიკაძემ შეიტყო, რომ სხვა ქალაქებში ტაქსის ზოგიერთი მძღოლი ეხმარებოდა თანაქალაქელებს. ოთხი შვილის მამამ გადაწყვიტა, რომ დამძიმებული ყოფის სხვებისთვის შემსუბუქება მასაც შეეძლო.



Print