სოციალური ვიდეო
ყვავმა მოთხილამურე გაქურდა - (ვიდეო)
ყვავებს და ყორნებს ზოგჯერ ინტელექტის შესაძლებლობებით ძაღლებთან ან თუნდაც პრიმატებთან აიგივებენ, კანადელი მოთხილამურე ტურგუი თუგაილი პირადად დარწმუნდა, რომ ასეთი შედარებები სიმართლისგან არც ისე შორს არის.
იგი მეგობრებთან ერთად სათხილამუროდ წავიდა კვიპრესის მთაზე, ვანკუვერიდან ოცდაათი წუთის სავალზე. მოთხილამურეებმა ზურგჩანთები თოვლში დატოვეს და დასაშვებად ემზადებოდნენ. ამ დროს ყორანი მიფრინდა თუგაილის ზურგჩანთასთან, ჩანთა გახსნა საჭმლის საძებნელად შიგ ჩაყო ნისკარტი და მოთხილამურის პირადი ნივთები ამოიღო. ამის შემდეგ ფრინველი ნაქურდალთან ერთად დანაშაულის ჩადენის ადგილს სასწრაფოდ გაეცალა.

უცნობია მოახერხა თუ არა თუგაილმა თავისი ნივთების დაბრუნება, თუმცა კადრში სიცილის ხმით თუ ვივარაუდებთ ის მომხდარს საერთოდ არ ნანობს.


Print