სოციალური ვიდეო
საზიარო ტელეფონი და ნათხოვარი ინტერნეტი ონლაინ სწავლებისას
დისტანციური სწავლა არ ყოფილა სოფელ ტაძრისში მცხოვრებ და-ძმა ბახტაძეების არჩევანი. მცირეწლოვანი მოსწავლეები, ყოველდღიურად, ონლაინ გაკვეთილებზე მორიგეობით ერთვებიან, ისიც მეზობლის Wi-Fi-ით. მაღალმთიან ზონაში ძირითადად SkyTel-ის ინტერნეტით სარგებლობენ, თუმცა, ამის ფუფუნებაც ყველას არ აქვს. სოციალურად დაუცველ ოჯახში, სადაც ორი მოსწავლეა, ერთი მობილური ტელეფონი აქვთ. თუ დროში ემთხვევიან, გაკვეთილს ხან მარიამი აცდენს, ხან ნიკოლოზი.



Print