სოციალური ვიდეო
ბორჯომელი ფერმერი ბიოტურიზმის განვითარებას გეგმავს
თავდაპირველად, მარწყვი საკუთარ პატარა ეზოში მოჰყავდა. წლების წინ კი როდესაც დაბაში ტყე გადაიწვა, გადამწვარი ფართობების აღდგენასთან ერთად, გაერომ ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებაც გადაწყვიტა. მათი მიზანი იყო აქ მცხოვრებლებს ეკონომიკური სარგებელი მიეღოთ და სოფლის მეურნეობით დაინტერესებულიყვნენ. 10 ადგილობრივი გლეხი ერთი იდეის გარშემო გაერთიანდა და მიღებული დაფინანსებით დაიწყეს კენკროვნების მოყვანა. თითოეულ ფერმერს 3 მეასედ მიწის ნაკვეთზე 3000 ლარზე მეტი დაფინანსება ერგო. სწორედ ასე შეძლო ირმა მაღრაძემ, იდეა ექცია რეალობად და რაც მთავარია, შემოსავლის წყაროდ. ნელ-ნელა შეძლო მიწის ნაკვეთის გაფართოება და ახლა მარწყვი 30 მეასედ მიწის ფართობზე აქვს გაშენებული. მოჰყავს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, ქიმიური დანამატების გარეშე. ირმა, სამომავლოდ ბორჯომში ბიოტურიზმის განვითარებას გეგმავს. გამოწვევები და პერსპექტივები, გაიცანით გამოცდილი ფერმერი ბორჯომიდან.


Print