სოციალური ვიდეო
მოხალისე მეხანძრე ქალები და პასუხისმგებლობა ტყის დასაცავად
ბორჯომში უკვე მესამე წელია, მოხალისე მეხანძრეთა ჯგუფი არსებობს. ეს არის პირველი პრეცენდენტი საქართველოში, რომელიც ერთ პატარა საკურორტო ქალაქში ჩამოყალიბდა. ზუსტად, სამი წლის წინ, სამოქალაქო ორგანიზაციების ინიციატივით, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ერთი იდეის გარშემო გაერთიანდნენ და ერთად გადაწყვიტეს ეზრუნათ ბორჯომის ტყეზე, სადაც ორჯერ იყო (2008-2017 წწ) მასშტაბური ხანძარი და დაიწვა 1000 ჰექტარზე მეტი. სწორედ ამ ფაქტებმა, წარუშლელი კვალი დატოვა ადგილობრივების მეხსიერებაში და მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობა იყო მთავარი მოტივი, რის გამოც ისინი ბორჯომის მოხალისე მეხანძრეთა რიგებს შეუერთდნენ. ამჟამად, ჯგუფში 25 წევრია და მათგან უმრავლესობა ქალია.

პროექტს “ Nacres/ნაკრესი“ და „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი SJMC“ ერთობლივად ახორციელებენ. წელს, პროექტს მხარს უჭერს EWMI Access, USAID/Georgia-ის ფინანსური დახმარებით.


Print