სოციალური ვიდეო
ბორჯომში "კუკუშკის" ძეგლს რეაბილიტაცია უტარდება (R)
ბორჯომში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და განახლების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მათ შორის რეაბილიტაცია უტარდება ე.წ. გუგულის (კუკუშკის) ძეგლს ქ. ბორჯომში.

პროექტის მიხედვით, განხორციელდება ორთქმავალის სამღებრო სამუშაოები, მოპირკეთდება და სრულად აღდგება დაზიანებული პლატფორმა, დამონტაჟდება დეკორატიული განათება. მომდევნო ეტაპი კი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა იქნება, ადგილზე დასასვენებელი სივრცე შეიქმნება.

პროექტი ტურისტულ სეზონის გახსნამდე დასრულდება და დამთვალიერებელს განახლებული ძეგლის ნახვის საშუალება მიეცემა.
Print