სოციალური ვიდეო
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ზუსტად 102 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. უკვე წლებია ეს დღე ბორჯომში სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნებოდა, თუმცა წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ დღეს სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით შემოიფარგლნენ. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ ანსამბლი ,,ოქტავა" სიმღერით ,,საქართველო."


Print