სოციალური ვიდეო
100 ლარიანი ვაუჩერები ბორჯომის ტრენინგ ცენტრის მოსწავლეებს გადაეცათ (R)
IDS ბორჯომი საქართველო აგრძელებს მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას. ამჯერად, კომპანიამ ბორჯომში პროდუქტის შესაძენას 100 ლარიანი ვაუჩერები დაარიგა. ვაუჩერები, ტრენინგ ცენტრის მოსწავლეებმა და კომპანიის სტიპენდიანტებმა მიიღეს. პროცესში, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ჩართული იყო ბორჯომის მუნიციპალიტეტიც.

აღსანიშნავია, რომ COVID-19-თან საბრძოლველად "ბორჯომმა" 500 000 ლარი გამოყო. აქედან, 300 000 ლარი კომპანია IDS ბორჯომი საქართველომ ფონდში StopCov გადარიცხა. ამ დრომდე კომპანია, სასმელი წყლით საქართველოში 12 საავადმყოფოს უზრუნველყოფს.




Print