სოციალური ვიდეო
"ბოლო ზარი" დისტანციურად
ბოლო ზარი, წარწერები მაისურებზე და სკოლის დამთავრებით გამოწვეული ემოციები გასულ წელს ჩაბარდა. საქართველოს საჯარო სკოლებში დღეს ბოლო ზარი მე-12 კლასელების გარეშე დაირეკა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან სკოლას დღეს 266 კურსდამთავრებული დაემშვიდობა.

კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს პირველად მოხდა, რომ აბიტურინტებმა სკოლაში მისვლა და მასწავლებლებთან დამშვიდობება ვერ შეძლეს.

პირისპირ ურთიერთობები ახლა ინტერნეტმა ჩაანაცვლა. მე-12 კლასელები ერთმანეთის დანახვას და საუბარს მხოლოდ ონლაინ რეჟიმში ახერხებენ.

მეგობრების მოკითხვასთან ერთად ასე დისტანციურად აგრძელებს ეროვნული გამოცდებისთვის მზადებას. არჩევანი შავი ზღვის უნივერსიტეტზე შეაჩერა და სწავლის გაგრძელება საერთაშორისო ურთიერთობებზე სურს.


ნახეთ როგორ აღნიშნეს მე-12 კლასელებმა "ბოლო ზარი" გასულ წელს: ბოლო ზარი სატვირთოს ძარაზე



Print