სოციალური ვიდეო
ბორჯომის ცარიელი ქუჩები კომენდანტის საათის დროს
უკვე 10 დღეა, საქართველოში კომენდანტის საათი მოქმედებს. მოქალაქეებს, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილება ეზღუდებათ. სიტუაციას ქალაქის ქუჩებში სამართალდამცველები აკონტროლებენ. თუმცა, შსს-მ ამ პერიოდის განმავლობაში კომენდანტის საათის დარღვევის 2642 ფაქტი გამოავლინა.

საჯარიმო სანქციები ფიზიკური პირებისთვის 3000, ხოლო იურიდიული პირებისთვის 15 000 ლარს შეადგენს.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილის ჩათვლით არის გამოცხადებული.

ნახეთ ბორჯომის ცარიელი ქუჩები კომენდანტის საათის დროს.
Print