სოციალური ვიდეო
ბორჯომის საბავშვო ბაღებში პროდუქტის დარიგება გრძელდება (R)
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, ოჯახებზე პროდუქტის გაცემა გრძელდება. პირველ ეტაპზე 110-მა ბავშვმა მიიღო სასურსათი კალათა, ამჟამად კი 770 აღსაზრდელის ოჯახს გადაეცემა კუთვნილი პროდუქტი.

თითოეულ ბავშვზე გათვლილი სასურსათო კალათა ითვალისწინებს 11 სახეობის სხვადასხვა პროდუქტს. პროგრამა მოიცავს ბორჯომის მუნიციპალიტეტის 11-ივე საბავშვო ბაღს.

აღნიშნული პროგრამა ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება. პროდუქტის გაცემა ბავშვებზე მომავალშიც გაგრძელდება.
Print