სოციალური ვიდეო
ბორჯომში სასადილოს ბენეფიციარები სადილს ბინაზე იღებენ (R)
ბორჯომში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრის ბენეფიციარებს ბინაზე ემსახურებიან. სასადილოს 260 ბენეფიციარი კუთვნილ სადილს ყოველდღიურად სახლში იღებს. გადაწყვეტილება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო.
საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მოქალაქეები მომსახურების ცენტრამდე მისვლას ვეღარ ახერხებდნენ. გამგეობის დახმარებით მათ ეს პრობლემა მოეხსნათ.


Print