ინტერაქტიული მულტიმედია
CNN-ი საქართველოში 10 საოცნებო ადგილს ასახელებს
მუცო, უშგული, გელათის მონასტერი, გერგეთის სამება, ანანური, გომისმთა, სიღნაღი, დართლო,
დავით გარეჯი - ეს CNN-ის სტატიაში განხილული საოცნებო ადგილებია.

CNN-ის მიერ დასახელებულ ადგილებს შორის არის ვარძიის კომპლექსი.

ავტორი ამბობს, რომ საქართველოში ჩასული სტუმრების უმეტესობა ვარძიაში ვერ მიდის, იმის გამო რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ამ ღირსშესანიშნაობამდე 5 საათის სავალი გზაა. ამ ადგილამდე ყველაზე გაბედული ტურისტები მიდიან და ჯილდოვდებიან შთამბეჭდავი სანახაობით. კლდეში ნაკვეთი ქალაქი საოცარი სანახავია.

სტუმრებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ აქ შეუძლიათ საქართველოს უდიდესი მეფის, თამარის ფრესკა იხილონ.






სტატიაში საუბარია თუშეთზე, კერძოდ, თუშეთის დაცარიელებულ სოფელ დართლოზე, სადაც ქვის კოშკების ნახვაა შესაძლებელი.

მუცო - ადგილი სადაც ამჟამად მხოლოდ 22 ხევსური ცხოვრობს. ასევე ნახსენებია უშგული, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტია.

გომისმთაზე ავტორი ამბობს, რომ გურიის მთებში მდებარე ეს ნაკლებად ცნობილი კურორტი გასაოცარი და დაუვიწყარი სილამაზით გამოირჩევა.




გელათის მონასტერი - ავტორი მსურველს ურჩევს ქუთაისში მდებარე ამ მონასტერს აუცილებლად ეწვიოს და გაეცნოს ბიზანტიის სტილის ფრესკებს. ასევე გერგეთის სამებაც, რომელიც ყაზბეგში მდებარეობს და მე-14 საუკუნეშია აგებული.





სტატიაში სიღნაღი იმ ადგილად მოიაზრება სადაც ქართული ღვინო აუცილებლად უნდა დააგემოვნოს მოგზაურმა.

ბოლოს კი ავტორი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსით ასრულებს თხრობას, რომელიც ვიზიტორს მეექვსე საუკუნეში ამოგზაურებს.



Print E-mail
FaceBook Twitter