სოციალური ვიდეო
მარტოხელა ფერმერი
უკვე მეორე წელია, 43 წლის ირაკლი ალუდაური მესაქონლეობითაა დაკავებული. სოფელ ლიბანში ის მარტო ცხოვრობს და მაწონს და ყველს თავადვე ამზადებს. რძეს, ყველს და მაწონს ჰყიდის და თვეში დაახლოებით 300 ლარით თავს ირჩენს. მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო სეზონზეა დამოკიდებული.

რძის პროდუქტების რეალიზებას მაღაზიებში ვერ ახერხებს, რადგან ეტიკეტს და სხვა სტანდარტებს სთხოვენ. ევროპული სტანდარტების დასაკმაყოფილებლად საკმარისი ფინანსები არ აქვს. ირაკლი ალუდაური ბიზნესის გაფართოებას იმ შემთხვევაში გეგმავს, თუ ამის შესაძლებლობა ექნება.



FaceBook Twitter