სოციალური ვიდეო
ახალი თაობის "თორელები"
ბორჯომის განახლებული საფეხბურთო გუნდი „თორი“ 3 წლისაა.

გუნდის სახელწოდებას დიდი ისტორია აქვს. „თორი“ ბორჯომელი ვეტერანი ფეხბურთელების ინიციატივით გაცოცხლდა.

გუნდში ამჟამად 18-მდე ბორჯომელი ფეხბურთელი თამაშობს. მათი ასაკი 15-დან 28 წლამდე მერყეობს.

ყოველწლიურად მონაწილეობას იღებენ საქართველოს ჩემპიონატში. ასევე, დავით ყოფიანის სახელობის თასზე გათამაშებულ ტურნირში ასპარეზობენ.

არასაკმარისი ფინანსების გამო, გუნდს წარმტებულად მუშაობა უჭირს. 18 ფეხბურთელიდან ანაზღაურებას 3-4 მონაწილე იღებს.


FaceBook Twitter