ინტერაქტიული მულტიმედია
რუსული პროპაგანდის დაფინანსების წყაროები
ერთ-ერთი ბოლო მედიაკვლევის მიხედვით, უკრაინასა და საქართველოში კრემლის პროპაგანდისტული მესიჯების გასავრცელებლად , რუსული ტელეარხები გადამწყვეტ როლს ვერ ასრულებენ. განსხვავებული სიტუაციაა მოლდოვაში. აქ რუსულ ტელეარხებს მოსახლეობაზე პირდაპირი გავლენა ჰქონდა. რაც საბოლოო ჯამში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც მკაფიოდ გამოჩნდა. მოსახლეობამ პრეზიდენტად პრორუსული ორიენტაციის მქონე კანდიდატი იგორ დოდონი აირჩია. რუსული პროპაგანდის თავისებურებების შესასწავლად, ჩვენ საქართველოდან უკრაინასა და მოლდოვას ვესტუმრეთ და იმ ინსტრუმენტებისა და მეთოდების შესწავლა გადავწყვიტეთ, რომელსაც კრემლი საკუთარი მესიჯების გასავრცელებლად იყენებს. ადგილობრივი ანალიტიკოსების დახმარებით, იმის გარკვევაც ვცადეთ, თუ ვინ ავრცელებს რუსულ პროპაგანდას საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში. მასალის სრულად სანახავად ეწვიეთ ბმულს

FaceBook Twitter