ინტერაქტიული მულტიმედია
დამტვერვის სეზონი ბორჯომში
ბორჯომში წიწვოვანი ხეების დამტვერვის სეზონია.ფიჭვის და ნაძვის ყვავილობა და დამტვერვა მისის პირველ ნახევარში იწყება და მის ბოლომდე გრძელდება.

ამ დროს, როგორც წესი ქალაქს ძალიან ბევრი ვიზიტორი სტუმრობს. ბორჯომში და მის საკურორტო სოფლებში ჩამოდიან ოჯახები, მცირეწლოვანი ბავშვებით და გაზაფხულის ბოლო თვეს საკურორტო ქალაქში ატარებენ.


წელს პირველად ე.წ. დამტვერვის სეზონზე ქალაქში მხოლოდ ადგილობრივები არიან. კორონავირუსის პანდემიის გამო, ულამაზესი ხედებით ტკბობის საშუალება და რაც მთავარია ჯანმრთელობისთვის სასარგებლო, სუფთა ჰაერზე ყოფნა ტურისტებს არ აქვთ.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მაისის თვეში, ბორჯომში სტუმრობა, საუკეთესოა იმუნიტეტის აღსადგენად.

ნახეთ ულამაზესი სანახაობა, წიწვოვანი ხეების ყვითელი მტვერი ქალაქის თავზე. ვიდეო სოციალურ ქსელში ლადო ხოჭავამ გაავრცელა.









Print E-mail
FaceBook Twitter