მოზარდის ბლოგი ჩვენზე და თქვენზე
ბორჯომელი მოსწავლეების სამეწარმეო პროექტი
ჩვენ ვართ N3 საჯარო სკოლის 10/1კლასის მოსწავლეები.

ჩვენი სკოლა ყოველწლიურად აქტიურად ერთვება Junior Achievement Georgia-ს სამეწარმეო პროექტში.

წელს ჩვენც გადავწყვიტეთ მონაწილეობის მიღება...

შევქმენთ მინი კომპანია HLT/healthy life time/ ჯანმრთელი ცხოვრების გზაზე, რომელიც აწარმოებს სასარგებლო ნაძვის მტვერს.

კომპანიის მიზანია მომხმარებლის ყოველდღიურობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და ასევე ნაძვის მტვრის პოპულარიზაცია ბორჯომს საზღვრებს გარეთ.

ჩვენი პროდუქტის სამკურნალო თვისებები ეხმარება ადამიანის ჯანმრთელობას მრავალი გართულების დროს. აღმოსავლური ნაძვის მტვერი უებარი საშუალებაა სასუნთქი გზებისთვის, ბრონქიტისთვის, იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

პროდუქტის შეძენა შესაძლებელია როგორც ადგილზე ასევე ონლაინ, ჩვენი სოციალური ქსელების მეშვეობით:

IG: healthy_lifetime2023
FB: Healthy lifetime



Print