მოზარდის ბლოგი ჩვენზე და თქვენზე
შეცვლილი ურთიერთობები
მე ლარა არუთინიანი ვარ. ვსწავლობ დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში. როგორც სკოლის მოსწავლე, კორონავირუსის პანდემიამ სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება და არა მარტო ჩემი... დამეთანხმებით, რომ პანდემიამ უამრავი პრობლემა გამოიწვია, თუმცა ამჯერად ყურადღება მინდა გავამახვილო ერთ კონკრეტულ საკითხზე. ეს არის ,, პანდემია და ურთიერთობები ".

პირველ რიგში იმ მხრივ შეიცვალა ჩვენი ცხოვრება, რომ ვერ ვახერხებთ სათანადოდ ურთიერთობას მეგობრებთან ისე როგორც ადრე. მინიმალური ხერხი ეს არის ონლაინი რეჟიმი, რომელიც არაფრის მომცემია.

მაგალითისთვის შეიძლება ავიღოთ სკოლა , ეს არის ყველაზე ნათელი მაგალითი იმისა , თუ როგორ და რამდენად შეიცვალა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. სიტყვა პანდემია უკვე ცვლის ადამიანის ცხოვრებას....

ამ საკითხზე აზრი ჩემს მეგობრებს, მერვე კლასის მოსწავლეებს ვკითხე, რომლებიც ფიქრობენ:

„დიახ, რომ შევიცვალეთ, შეგვეცვალა ცხოვრება იმ თვალსაზრისით, რომ გვიწევდა მეგობრებთან ურთიერთობა ონლაინ, თუმცა მოხარულები ვართ, რომ ონლაინ რეჟიმი აღარ არის და ჩვენ ყოველდღე ვნახულობთ ერთმანეთს... შეგვიძლია იმ ყველაფრის გადმოცემა და გაზიარება რასაც ონლაინ პირობებში ვერ ვახერხებდით...“

მჯერა , რომ პანდემია მალე წარსულს ჩაბარდება და ჩვენ ჩვეულებრივ გავაგრძელებთ ცხოვრებას, როგორც ამას ადრე ვაკეთებდით. ვიურთიერთებთ ადამიანებთან , როგორც საჭიროა , პირბადეებით კი არა არამედ მის გარეშე.

ლარა არუთინიანი
წაღვერი. მე-8-ე კლასი.



Print