მოზარდის ბლოგი ჩვენზე და თქვენზე
რის გამო აბულინგებენ მოზარდები ერთმანეთს
ბულინგი ბავშვებში, რატომ აბულინგებენ მოზარდები ერთმანეთს. ეს თემა ყველა თაობის პრობლემაა და ფსიქოლოგიურად დიდი ზიანს აყენებს თითოეულ ჩვენგანს.

სკოლებში ყოველთვის იყო და არის ძალიან ბევრი შემთხვევა, ოღონდ ისეთი არა როგორც გარეთ. სკოლაში ერთმანეთს აბულინგებენ ჩაცმის სტილის გამო, ან იმის გამო, რომ არ აქვს საშუალება ყოველდღე ეცვას კარგად. ასევე დაცინვის თემა ხდება ზედმეტად ჭარბწონიანობა.

სკოლის გარეთ კიდევ არის ბევრი ისეთი შემთხვევა, სადაც ძლიერი სუსტს ჩაგრავს, რაც ნებისმიერ ჩვენთაგანზე ახდენს დიდ გავლენას. ამის მერე ვექცევით სხვისი გავლენის ქვეშ და კომპლექსებს ვიძენთ...

ჩვენს თაობაში არის ასევე ე.წ. კიბერბულინგი, რაც ჩვეულებრივ ბულინგზე უფრო დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანს. ამ შემთხვევაში მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი ჩვენთაგანი იყოს.

კიბერ ბულინგი ეხლა უფრო აქტუალურია და მსხვერპლის რაოდენობა სულ უფრო და უფრო იზრდება.

ჩემი სურვილია, ბავშვებს ჰქონდეთ ერთმანეთთან არა დაძაბული, არამედ მეგობრული ურთიერთობა. იყვნენ უფრო კომუნიკაბელურები, რომ ყველასთან კარგი ურთიერთობის დამყარება შევძლოთ. თუმცა ბოლო დროს ეს ურთიერთობები თითქმის გაფუჭდა. ყველა ყველას დასცინის, აბულინგებს, მის ნაკლზე ამახვილებს ყურადღებას. ვფიქრობ ბავშვების ეს დამოკიდებულება სხვის მიმართ, არის აღზრდის ბრალი. ერთ- ერთი მთავარი მიზეზი კიდევ

მობილური ტელეფონი და მასზე დამოკიდებულებაა. ზუსტად ამან გამოიწვია ბავშვების გაღიზიანება და აგრესია. უმრავლესობა ჩაკეტილია თავის თავში და არავისთან აქვს კონტაქტი. უჭირთ სხვებთან ურთიერთობა.

ვისურვებდი, ჩემს თანატოლებს შორის იყოს ისეთი ურთიერთობები, რომ არ გაგვიჭირდეს ერთმანეთთან მეგობრობა. მინდა ვეცადოთ რომ ყველასთან კონტაქტში შევიდეთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კარგი ურთიერთობების დასამყარებლად.


ანი გაჩეჩილაძე
ბორჯომი, მე 9-ე კლასი



Print