მოზარდის ბლოგი ჩვენზე და თქვენზე
რა თანხას დაზოგავთ სიგარეტზე უარის შემთხვევაში
სიგარეტი - ალბათ თქვენთვის არ არის უცხო ეს სიტყვა, რადგან 21-ე საუკუნეში უკვე თითქმის ყველა ეწევა, ასაკის მიუხედავად.

სიგარეტი პირველად საქართველოში მე-18 საუკუნეში შემოიტანეს. კოლოფზეც დატანილია ინფორმაცია, რომ ეს ვნებს ჩვენს ჯანმრთელობას და არ არის სასურველი მისი მოხმარება. თუმცა, მიუხედავად ამისა, სიგარეტი არის ის რაც ყოველდღიურად, საკმაოდ მოთხოვნადია მაღაზიებში.

საქართველოში სიგარეტის მინიმალური ფასი 5, მაქსიმალური კი 15 ლარამდეა. იმ შემთხვევაში თუ სიგარეტზე უარს იტყვით, წლის განმავლობაში თქვენ დაზოგავთ 1 800-დან 5 500 ლარამდე. ამ თანხით კი უამრავი რამის შეძენას შეძლებთ, ან უბრალოდ წახვალთ ოჯახთან ერთად სადმე დასასვენებლად. და რაც მთავარია, გაუფრთხილდებით თქვენს ჯანმრთელობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი არსებობისთვის.

ალბათ, ყველა მშობელს აინტერესებს თუ რატომ აქვთ ასეთი მიდრეკილება სიგარეტისადმი ბავშვებს. მოდით მე გაგცემთ ამ კითხვაზე პასუხს.

ჩემი აზრით, ერთადერთი მიზეზია ინტერესი. უმეტესწილად, ვისი მშობელიც ეწევა, იმ ბავშვებს უფრო აქვთ მიდრეკილება სიგარეტისადმი, რადგან აინტერესებთ თუ რატომ ეწევიან სიგარეტს მათი მშობლები. როდესაც ისინი პირველად მოიხმარენ, ზოგს მოსწონს, ზოგს კი არა. ვისაც მოსწონს სიგარეტის მოწევა, შემდეგ, თავის მეგობრებს ურჩევს რომ გასინჯონ. და ასე ინტერესის გამო, ბევრი ხდება სიგარეტის მომხმარებელი.

ჩემი ბლოგი მინდა რჩევით დავასრულო. გირჩევთ, თავი დაანებოთ სიგარეტის მოწევას. ვიცი რომ რთულია, მაგრამ მაინც არ ღირს ჩვენი ჯანმრთელობის გარისკვა. იყავით ჯანმრთელები, დაზოგეთ ფინანსები და იცხოვრეთ ჯანსაღად.


ლიკა ფანჯაკიძე

ბორჯომი. 13 წლის. წაღვერის სკოლა.



Print