მოზარდის ბლოგი ჩვენზე და თქვენზე
პრობლემა, რომელიც მაწუხებს
პრობლემები ჩვენ გარშემო ბევრია, არცაა გასაკვირი, საქართველო რევოლუციების ქვეყნად აქციეს, ისედაც დაბეჩავებულ ერს კი, სულიერად, მორლაურად თუ ფიზიკურად დამღა დაასვეს, საზოგადოება კი შთააგონეს, დააზომბეს და ტვინში ჩაუტვირთეს შემდეგი სიტყვები: “დედას მოვკლავ, მამას მოვკლავ, თუ რევოლუცია მიბრძანებს ამას!”


ჩემი შესავალი, მეტ-ნაკლებად განზოგადებულია, მართალია ქვეყანაში ყველაზე გარდამტეხი რევოლუცია 100 წლის წინათ მოხდა, როდესაც სსრკს გამოვეყეთ და ჩამოვყალიბდით, როგორც საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა, თუმცა ქვეყნის განვითარებისთვის 100 წელი ცოტაა, ისტორიისთვის კი 100 წელი ფორმალური რიცხვია, რომელსაც არაფრის შეცვლა ძალუძს, ამით კი იმის თქმა მინდა ,რომ ქვეყანაში განვითარებული ცუდი მოვლენები სეულიად ბუნებრივია და არც ვაპირებ ვინმე გავკიცხო ამის გამო ან რომელიმე მხარეს მივანიჭო უპირატესობა. მე, როგორც მოზარდი ვიზრდები სრულიად დაუმსახურებელ გარემოში, რასაც არეულობა, ქაოსი ეწოდება და მთავარი უბედურება ისაა ,რომ მარტო არ ვარ.
მე არათუ მაწუხებს, არამედ მტკივა ჩემი ქვეყანა.


ქვეყანა, სადაც ილია არსებობდა არ შეიძლება ასეთ მდგომარეობაში იყოს.
მე მაწუხებს სისტემა, რომლის ჭანჭიკი ვარ და ჩემნაირი ბევრია და სულაც წინ რომ აღვუდგეთ მასა, მაინც ვერაფერს შევძლებთ, რადგან მხოლოდ დროს შეუძლია “დრო მოჭმული” სტერეოტიპების დამსხვრევა.
სტერეოტიპებს არ ესაჭიროება მედროვენი, სტერეოტიპებს ესაჭიროებათ მხსნელნი, რომლებიც ალბათ კვლავ ბაზალეთის ტბის ძირას, ოქროს აკვანში განისვენებენ და თავიანთ დროს ელოდებიან…


მე ეს მაწუხებს, უსასრულო ლოდინი და არარსებული პიროვნებების იმედად ყოფნა.
ამიტომ,ჩვენ, ქართველებს, ლოდინის დრო ამოგვეწურა, უნდა შევწყვიტოთ სხვის იმედზე არსებობა, არსებობა და არა ცხოვრება! უნდა ავმაღლდეთ საკუთარ თავებსა და კეთილდღეობქზე და შევეჭიდოთ უფრო გრანდიოზულ, პომპეზურ საქმეს-ავაყვავოთ ქვეყანა.
მე მაწუხებს ის ,რომ ჩემი ერი კარგავს ღირებულებებს…


“ენა, მამული, სარწმუნოება”

ენა წახდა, დაბინძურდა… სლენგებმა და ბარბარიზმება ისე მოიკიდეს ფეხი ჩვენს ძვირფასს ენაში, თითქოს სეულებით არ გამოირჩეოდეს ის მრავალფეროვნებით. “სპიჩკა” , “მესიჯი”, “სქრინი”, “მაროჟნი”, ღირს კი ამ სიტყვებით ჩვენი ენის დაბინძურება?! რა თქმა უნდა, არა…
ენასთან ერთად, მამულიც წახდა, ჩვენი მიწა-წყალი ჩვენ თუ არ დავაფასეთ, სხვას რა უნდა მოვთხოვოთ? გარდა იმისა, რომ ჩვენს მარჩენალ დედა ბუნებას ვაბინძურებთ და უდიერად ვეპყრობით, ვყიდით კიდეც, ბოლო ხანებში საკმაოდ ინტენსიური გახდა მიწების გაყიდვით ქრთამის აღება, რაც მამულის წახდენის ერთ-ერთი პირველი ნიშანია….

სარწმუნოებაზე საუბარიც არ ღირს… ქვეყანა, რომელიც მუდამ რელიგიაზე იდგა, აიმღვრა… ყველაზე ურწმუნო ადამიანიც კი დამეთანხმება, რომ არა საქართველოს ისტორიაში რელიგია, უმნიშვნელოვანესი რეფორმები არ გატარდებოდა… ჩვენ ხომ მღვდელი თევდორეს, გრიგოლ ხანძთელისა, შუშანიკისა და მრავალი სხვა მარტვილის ქვეყანა ვართ, თუმცა ერს რა მოვთხოვო, როცა ბერის რწმენაც კი გაიბზარა, ჩვენში “განდეგილები” მომრავლდნენ…
მე მაწუხებს განათლების სისტემა…

ქვეყანის წახდომა, როგორც არ უნდა იყოს, გაუნათლებლობიდან იწყება, ჩვენში განათლება კი სირცხვილია…
თუმცა სასიკვდილოები მხოლოდ ჩვენ ვართ, როგორც აკაკი იტყოდა…

მე მაწუხებს ხიდჩატეხილობა…

ხალხი დაშორდა ერთმანეთს,გაუცხოვდნენ, ქართველები მუდამ ერთმანეთის გაკიცხვით გამოირჩეოდა, თუმცა რაც დღევანდელობაში ხდება სრული დაღმასვლაა, დღეს ჩვენში ერთმანეთს ეჯიბრებიან ვის უფრო ძვირადღირებული საათი უკეთია, ქვეყანაში ,სადაც ბიუჯეტი 8 მილიარდ ლარს შეადგენს, ირონიულია ეს ქმედება…

საბოლოოდ, მე მაწუხებს ქვეყნის დაქსაქსულობა, პატრიოტიზმის არარსებულობა, გაუნათლებლობა და მრავალი სხვა, ესაა მიზეზი ყოველი უბედურებისა. ერთობა ქვეყანას გაამთლიანებს და აზიარებს ჭეშმარიტებას, მე ,როგორც ახალგაზრდას მომბეზრდა ბერი ლუხუმის ლოდინი, ამიტომ ამ სტატიით მინდა ყველა ქართველს მოვუწოდო ,რომ სახლში ჯდომით და კრიტიკით არ გამოსწორდება ის რაც არ მოწგონთ! ამიტომ დროა ჩვენ გავხდეთ ისინი, ვისაც ქართველი ერი ელოდება!


ავტორი: ანასტასია ფერაძე
Print