მოზარდის ბლოგი ჩვენზე და თქვენზე
მე სამართალდამცავი
მე ვარ 14 წლის მხიარული, თავაზიანი, სიცოცხლით სავსე და სამართლიანი გოგო. მიყვარს წესი, კანონი და სამართლიანობა, ამიტომაც კარგად ვიცი ჩემი უფლებები, სხვისი, უფროსის და უმცროსის.

მე რომ სამართალდამცავი ვიყო ყოველდღე ვიქნები საოცარ ფორმაში. მეცმეოდა პროფესიის შესაბამისად ჰალსტუხიანი ფორმა, მეხურებოდა ქუდი და აუცილებლად ვატარებდი ჩემს ჟეტონს. ჩემი გამომეტყველებაც იქნებოდა მშვიდი, წყნარი, ენერგიული და სიცოცხლით სავსე. ყოველდღე მწყობრში ვიქნებოდი და ჩემს საქმეს გულმოდგინედ შევასრულებდი, რა თქმა უნდა, თუ ჩემს თავში დავინახავდი ნამდვილ სამართალდამცავს.

ჩემი თავიდან გამომდინარე ვიტყოდი, რომ სამართალდამცავი არ უნდა იყოს ცივი ადამიანი. იგი უნდა ებრძოდეს თავად ცივ ადამიანებს. მეც ამის შესაბამისად უფრო ხალისით დავიწყებდი მუშაობას პოზიტიური განწყობით, რის შემდეგაც მარტივად მივაღწევდი დასახულ მიზანს. განსაკუთრებით კი მთელს ჯაფას დავხარჯავდი მოზარდებთან მუშაობაში, რადგან მათ სჭირდებათ მეტი ყურადღება, რადგან ახალგაზრდები ყალიბდებიან დიდებად. ამის მიხედვით, ამ პრინციპით ვიმოქმედებდი. თუ ბავში ბავშვად არ ივარგებს, ის ვერც ადამიანად გაიზრდებ- ეს იქნებოდა ჩემი შეხედულება, ხოლო გეზად კი მექნებოდა წესრიგის დაცვა და ხალხის მეთვალყურეობა.

თუ ადამიანს ლმობიერად მოექცევი, ის შენც ასე მოგექცევა. ასე რომ მე ამას მივანიჭებდი უპირატესობას.

მეც ვარ მოზარდი და ჩემი თავიდან გამომდინარე ვიცი თუ ადამიანს კარგად მოექცევი ისიც კარგად მოგექცევა. ასეა ყველასთან. სამართალდამცავები მთელი სიმკაცრით უდგებიან საქმეს, ეს კი არაა საჭირო. სიტყვაც საკმარისია. განსაკუთრებით კი კარგია გოგო პოლიციელი, რადგან გოგო უფრო დამთმობი და მლობიერია. ეს ჩემი აზრია ქვეყანაზე კი იმოქმედებს სრული წესრიგი და სამართლიანობა, მე მჯერა ჩემი სიტყვების!


მარიამ ტაბატაძე. 14 წლის

New მედია კლუბის წევრი





Print