მოზარდის ბლოგი ჩვენზე და თქვენზე
მე სამართალდამცავი
მე რომ სამართალდამცავი ვიყო ალბათ ძირითადად ახალგაზრდების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე ვიმუშავებდი. გამოვიკვლევდი თითოეულ დეტალს, თუ რატომ ჩადიან დანაშაულს. შეიძლება ამის მიზეზი ოჯახური, ფსიქოლოგიური პრობლემები იყოს.
ალბათ კონკრეტულად სკოლებში ბულინგის თემაზე ვიმუშავებდი. შევხვდებოდი ახალგაზრდებს და გავესაუბრებოდი, რომ ბულინგი დანაშაულია, რომელიც ისჯება. ჩავატარებდი კონკურსებს, რომ ბავშვები დამეინტერესებინა და შემცირებულიყო ბულინგის შემთხვევები.

მე როგორც სამართალდამცავი გამოვიკვლევდი რატომ დააბულინგეს მოსწავლეებმა ერთმანეთი ვინ იყო დამნაშავე და რა იყო მიზეზი. წყნარად დაველაპარაკებოდი, რომ მათ ჩემი არ შეშინებოდათ და უფრო ცუდი დანაშაული არ ჩაედინათ.

ასევე შეიძლება დავკავებულიყავი ისეთი საქმეებით, რასაც უფრო გამოძიება სჭირდება. მაგალითად: დაკარგულ ადამიანებს მოვძებნიდი. აღმოვაჩენდი დეტალებს, რაც დაკარგული ადამიანის პოვნაში დამეხმარებოდა.

თუ ერთ დღეს სამართალდამცავი გავხდები ვეცდები ვიყო კარგი სამართალდამცავი.






მარიამ სამსონაშვილი, 13 წლის, ბორჯომი


Print