მოზარდის ბლოგი ჩვენზე და თქვენზე
მე რა მაწუხებს….
მსოფლიოს ერთ-ერთი გადაუჭრელი პრობლემა, სოციალური უთანასწორობაა, რომელიც გავლენას ახდენს ხალხის ან ქვეყნის კეთილდღეობაზე. ამ ყველაფრის გამო ხდება უამრავი სოციალური უსამართლობა და ადამიანების უფლებების დარღვევა.


სოციალური პრობლემა მრავალგვარია:

1.უკიდურესი სიღარიბე
2.უმუშევრობა და არასაიმედო სამუშაო
3.განსხვავებული გადასახადები
4.ეთნიკური დისკრიმინაცია
5.გენდერული უთანასწორობა
6.პოლიტიკური ძალაუფლების გამოყენება უსამართლოდ
7.შემოსავლის უთანასწორობა



სოციალურად დაუცველები: უთანასწორობის მაგალითები დღეისთვის მარტივად შესამჩნევია. თუნდაც უბრალოდ ქუჩაში გავლისას დაინახავ ბავშვს რომელიც ობოლია და მათხოვრობით ირჩენს თავს. მას როგორც ყოველივე მოზარდს აქვს განათლების, ზრუნვა-პატრონობის ან კი უბრალოდ სუფთა, დაცულ გარემოში ყოფნის უფლება. მაგრამ, გარკვეული მიზეზების გამო ისინი უუფლებონი რჩებიან.


მაინც რაში გამოიხატება ჩემი წუხილი?




წუხილი მარაზმია, მას ვერავინ გაექცევა, აი ჩემი წუხილი კი უბრალოდ ადამიანების ერთმანეთისგან გამორჩევაა. ძალიან სამწუხარო და უხერხულია როდესაც ვხედავ რომელიმე ბავშვს სხვა ბავშვები სამეგობრო წრეში რომ არ იღებს. რატომ? იმიტომ, რომ ეს ბავშვი უბრალოდ განსხვავებულია. ამ თემას თუ ჩავუღრმავდებით ყველა განსხვავებული ვართ ერთმანეთისგან, უბრალოდ ბავშვი ისეთი უნდა მიიღო როგორიც არის.


მაგალითად: ერთ მშვენიერ დილას ქუჩაში თანატოლებთან ვთამაშობდი, როდესაც უცნაური შესახედაობის ბიჭუნამ ჩამოიარა... ეტყობოდა ამ ბიჭებს ხშირად ხვდებოდა. დაგვინახა თუ არა სახეზე წიგნი აიფარა და სიარულს მოუმატა. ჩემთან ერთად თამაში შევთავაზე, მაგრამ, უარი მითხრა. შემდეგ გავიგე, რომ უბრალოდ მეზობლებს დაუწყიათ მის შესახედაობაზე ლაპარაკი, დედას კი, აუკრძალია სხვა ბავშვებთან თამაში, რადგან მეზობლებს არ სურდათ ასეთი ბავშვის მათ შვილებთან დანახვა. მოკლედ გაარჩიეს ეთმანეთისგან. გული დამწყდა, მე ხომ ვერაფრის დიდებით ვერ შევძელი ამ ბავშვის დამეგობრება, მუდამ უარს მეუბნებოდა. ხან მწყინდა, ხან მეცოდებოდა, ხან კი ძალიან ვბრაზობდი ამაზე. თუმცა, ახლა ვხვდები რომ გატეხილი ქვის აღდგენა თითქმის შეუძლებელია. ბიჭუნას თავმოყვარეობა მაშინ შეირყა როცა ის საზოგადოებამ არ მიიღო. მისი გამხნევება კი შეუძლებელი აღმოჩნდა.

მე კარგია, არ გავრიყულვარ სხვა ადამიანებისგან და რომ გავირიყო ვიქნები მარტოსული, დამწუხრებული, გაბრაზებული და დაჩაგრული, რადგან, არავინ მომცემს იმის საბაბს, რომ ვიგრძნო თავი სხვასავით, მეგონოს რომ მათი ღირსი, შესაფერისი თვისებების მქონე ბავშვი ვიყო.


ავტორი:

გიორგი ბერძენიშვილი

New მედია კლუბის წევრი



Print