მოზარდის ბლოგი ჩვენზე და თქვენზე
ჯინსები
დღესდღეობით არ არსებობს ადამიანი,
რომელსაც ჯინსი არ სცმია. ჯინსები არის ყველაზე ხელმისაწვდომი
მოსახერხებელი და პოპულარული სამოსი,
რომლითაც კერავენ არა მარტო შარვალს,
არამედ ქურთუკს, კაბას, ქუდს, ჩანთას, ფეხსაცმელს და აქსესუარებს.
დღესდღეობით უჯინსო მსოფლიო წარმოუდგენელია, მაგრამ იყო დრო, როცა იგი
არ არსებობდა. საინტერესოა რა ეცვათ ადრე?
როგორ გახდა ჯინსი პოპულარული? როგორ დაიმკვიდრა ადგილი თანამედროვე
ადამიანის გარდერობში? აუარებელი ფირმა, სამოდელო სახლი, სამკერვალო
საწარმო მაღაზია და ადამიანია დაკავშირებული ჯინსთან და მის
საწარმოებთან! მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სამოსის ისტორია
დაკავშირებულია იტალიის ქალაქ გენუასთან(ლათინურად ჯენუა სადაც 1451
წლის 31 ოქტომბერს დაიბადა ამერიკის აღმომჩენი ქრისტეფორე კოლუმბი)
გენუელი მეზღვაურები ჯერ კიდევ მე-16-ე საუკუნიდან ატარებდნენ კანაფის
უხეში ქსოვილისგან შეკერილ შარვლებს. ეს შარვლები მეზღვაურებისთვის
სამუშაოს წარმოადგენდა. ამ გამძლე ქსოვილს გემზე იცვამდნენ. იგი
თანდათან იმპორტის საგანიც გახდა. გენუადან გატანილი სამოსი ევროპაში
იყიდებოდა. მას სახელად ჯეინი ზოლო, შემდეგ კი ჯინსი ეწოდა.
1853 წელს წარმოშობით ებრაელმა ლევი სტრაუსმა ბამბის უხეში
ქსოვილისაგან შექმნა შარვლები. ჯიბეები დაუგვირისტა, ლითონის
სამაგრებით გააწყო და სპეციალურად კოვბოებისთვის და ოქროს
მაძიებლებისთვის შექმნა.
1873 წლიდან მან ასეთი შარვლები აშშ-ში დააპატენტა, რადგან სწორედ იმ
წლებში ამერიკას კოვბოები და ოქროს მაძიებლები ზღვასავით მოაწყდნენ.
ასეთ შარვლებს სამი ჯიბე ორი წინ და ერთი უკან ჰქონდა ფულის, დანის და
საათისთვის. პირველი ჯინსი 1 დოლარი და 46 ცენტი ღირდა. ეტყობა რომ
კომერციულმა ალღომ არ უღალატა მეწარმეს და ჯინსის ბიზნესმაც ძალიან
გაუმართლა. ფაქტია დღეს მთელი მსოფლიო ჯინსებით დადის და ეს სწორედ ამ
ისტორიის მთავარი გმირების დამსახურებაა.
მარიამ ტაბატაძე. 14 წლის
New მედია კლუბის წევრი
