მოზარდის ბლოგი ჩვენზე და თქვენზე
ნუ დამახრჩობ კვამლით
მე ადამიანის სასუნთქი სისტემის უმნიშვნელოვანესი ორგანო ფილტვი ვარ. ადამიანის სუნთქვა, სიცოცხლე და არსებობა ჩემზეა დამოკიდებული. ადამიანის ჩანასახშივე ვჩნდები, მასთან ერთად ვვითარდები, ვიზრდები და ვბერდები. როდესაც ჩემს პატრონს სტკივა, მაშინ მეც მტკივა, როდესაც რომელიმე ორგანოს რაიმე ემართება მეც ვზარალდები.

დაბადებიდან სუფთა ჰაერს ვუსნთქავდი, მიყვარდა ყოველ დილით ჟანგბადის ჩასუნთქვა, სიცოცხლით და სიხარულით მავსებდა, მაგრამ წამოვიზარდე და ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდი. ჩემი პატრონი ახალგაზრდა მოხდენილი და ჯანმრთელი ბიჭი, წააწყდა საშინელ ნივთიერებას თამბაქოს, გასინჯა, მიეჩვია, მასზე დამოკიდებული გახდა და ყოველ დღე ეწეოდა. მას შემდეგ სუფთა ჰაერის ნაცვლად შავი კვამლის ჩასუნთქვა მიწევდა. მთლიანად კუპრში გავეხვიე. ის სიამოვნებას იღებდა, თუმცა თავს ინადგურებდა, მაზიანებდა, სიცოცხლის წუთებს მართმევდა. ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში. ბოლოს ვეღარ გავუძელი, გულს ფეთქვა აღარ შეეძლო, მე კი სუნთქვა, ბიჭი უგონოდ დაეცა...

თვალი როცა გავახილე ისევ ვსუნთქავდი, თურმე ექიმებს გადავერჩინეთ, მათი წყალობით სიცოცხლე შეგვინარჩუნდა.

ამის შემდეგ ჩემმა პატრონმა ჯანმრთელობის გადასარჩენად სიგარეტზე უარი თქვა, თუმცა ძალიან გაუჭირდა, დიდი დრო დასჭირდა, მაგრამ შეძლო. მე კი თანდათან დავუბრუნდი ძველ ცხოვრებას. წლების შემდეგ ისევ ვახერხებ სუფთა ჰაერის ჩასუნთქვას. სიცოცხლის ხალისი დამიბრუნდა.

თქვენ კი გეტყვით, თუ მოვინდომებთ, ამ ქვეყნად შეუძლებელი არაფერია. ეს ყველას ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა და სიგარეტით თავს ნუ დაიხრჩობთ. დატკბით ყოველი დღით, აივსეთ ენერგიით, ჟანგბადით და არა კვამლით. შეიბრალეთ თქვენი ფილტვები.

31 მაისი თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის დღეა. უთხარით არა მოწევას, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.


მარიამ ტაბატაძე. 14 წლის

New მედია კლუბის წევრი

Print