მოზარდის ბლოგი ჩვენზე და თქვენზე
სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრი აცხადებს კონკურსს საუკეთესო ბლოგის გამოსავლენად
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 13 დან 17 წლამდე ასაკის მოზადებს, რომლებიც სწავლობენ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სკოლებში.

კონკურსის ფარგლებში შესაძლოა მომზადდეს მულტიმედია მასალები , ფოტო და ტექსტი, ვიდეო ან პოდკასტი. ქართულ და სომხურ ენებზე. (სომხურ ენებზე შექმნილ მასალას თან უნდა დაერთოს ტექსტის დეტალური თარგმანი ქართულ ენაზე)

საკონკურსო მასალის მოცულობა/ქრონომეტრაჟი უნდა იყოს 2 დან - 6 წუთამდე ვიდეო ან პოდკასტი, ფოტოები და ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს თაბახის ფორმატის 4 გვერდს.

საკონკურსო მასალა უნდა იყოს მომზადებული შემდეგი თემებიდან ერთ-ერთზე, ან ორივეზე.

1. მე-სამართალდამცავი. (რამდენად იცით და იცავთ თქვენს უფლებებს. რას გააკეთებდით, თქვენ რომ სამართალდამცავი იყოთ? როგორი იქნებოდა თქვენი ურთიერთობა მოზარდებთან? )

2. პრობლემა, რომელიც მაწუხებს (ყველაზე მეტად რა პრობლემა გადარდებთ? რატომ? როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა? როგორ? )

ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე მასალის გამოგზავნა, ზემოთ აღნიშნულ თემებზე. მასალას თან უნდა ახლდეს ავტორის ფოტო.

ჟიურის მიერ გამოვლინდება სამი გამარჯვებული. (I, II, III ადგილები) რომელთაც გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები.


ჟიური მიიღებს გადაწყვეტილებას შემდეგი შეფასების კრიტერიუმებით:

 საინტერესო რესპონდენტი.
 საკონკურსო მასალის საგანმანათლებლო და საინფორმაციო შინაარსი.
 ორიგინალურობა, შემოქმედებითობა.
 მხატვრულობა


საკონკურსო მასალები 1-დან 10 ივნისამდე უნდა გამოგზავნოთ მეილზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it მიუთითეთ - . კონკურსისათვის. ასევე მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია. სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი. ელ.ფოსტა.

(ვიდეო ან პოდკასტი შეგიძლიათ გამოაგზავნოთ wetransfer.com -ით )

საუკეთესო მასალები გამოქვეყნდება ვებ.გვერდზე www.borjomi.tv და გავრცელდება სამცხე-ჯავახეთის მედიაცენტრის FB-გვერდზე და ჯგუფებში.

დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 555104406



კონკურსი ტარდება სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის (SCOPE) საგრანტო პროექტის - „ New - მედია კლუბის“ ფარგლებში.

SCOPE პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით.



Print