მოზარდის ბლოგი ჩვენზე და თქვენზე
„მე მგონი მაქვს სუპერძალა“ - ბლიც ინტერვიუ რეზო ბლიაძესთან
რეზო ბლიაძეს წარდგენა არ სჭირდება, მაგრამ მაინც გეტყვით, მომღერალი, სცენარისტი, „რეზო და ბავშვების“ სოლისტი, დაიბადა და გაიზარდა ბორჯომში, ყავს მეუღლე და ორი შვილი. დანარჩენს რეზოს შესახებ ბლიც ინტერვიუდან შეიტყობთ.



3 სიტყვით დაახასიათე საკუთარი თავი

პოზიტიური, მიზანდასახული, შრომისმოყვარე


ნივთი რომლის გარეშეც არ შეგიძლია

პიანინო. (ინსტრუმენტი)


ბავშვობის ოცნება


არც მახსოვს რაზე ვოცნებობდი, მაგრამ ალბათ ჩემი ბავშვობის ოცნება არის ის რაც გამოვედი.


როგორი ბავშვი იყავი?

საკმაოდ ცელქი, ენერგიული, ცნობისმოყვარე და სხვა და სხვა სფეროებში აქტიური (ფეხბურთი, ცეკვა, მუსიკა, თეატრალური დასი და ა შ)


თუ ყოფილხარ ბულინგის მსხვერპლი

არ მახსენდება. არც არასოდეს მომწონდა ბავშვების ბულინგი.


რას ურჩევ ბავშვებს რომლებსაც აბულინგებენ

ასეთ დროს ასმაგად კონცენტრირებული გახდით სწავლაზე, პროფესიის დაუფლებაზე და თქვენი საქმით დაამტკიცეთ, რომ ხართ განსაკუთრებული და წარმატებული.


ძაღლები თუ კატები

ბავშვობაში კატები, ახლა უფრო ძაღლები.


მწარე თუ ტკბილი?

მწარე დიდი ხანია აღარ. ტკბილი.


რა რჩევას მისცემდა დიდი რეზო საკუთარ თავს თინეიჯერობაში?


ცოტა მეტ დროს დავუთმობდი სწავლას და წიგნების კითხვას.


ყველაზე მეტად რა არ მოგწონს ადამიანში? საკუთარ თავში?

სიზარმაცე და საკუთარი წარუმატებლობის სხვაზე დაბრალება. უმადურობა. ამ ჩამონათვალიდან ვერცერთს ვერ ვაპატიებ ჩემ თავს. სხვას კიდევ შეიძლება.





რომ გქონდეს სუპერძალა, რა იქნებოდა?


მე მგონია, რომ მაქვს სუპერძალა. ჩემი აზრით არ არის ჩვეულებრივი ამბავი დაწერო სიმღერა, რომელსაც მილიონობით ადამიანი, დიდი და პატარა, ქალი და კაცი, ბავშვი და მოხუცი ერთნაირად შეიყვარებს.


ოჯახი თუ კარიერა?


მთელი ცხოვრებაა ვცდილობ დავაბალანსო ეს ორი სივრცე. ზოგჯერ გამოდის, ზოგჯერ არა. მაგრამ რაღაც ეტაპზე ხვდები რომ ოჯახი და შვილებია ის რისთვისაც საბოლოოდ გჭირდება კარიერაც და წარმატებაც.





ფრაზა, სიტყვა რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ?


არ მახსენდება, მაგრამ რადგან ბევრი საქმე მაქვს სულ და ძალიან ბევრგან ვაგვიანებ კიდეც მოდი ვიტყვი ფრაზას ,,10 წუთში მანდ ვარ“


რა გააკეთე ბოლოს პირველად?


ბოლოს პირველად გავსინჯე ,,ხალადეცი“ ხო და არ არის ცუდი.


რაში გეხარჯება ყველაზე მეტი თანხა?


ჩემს მობაილ ბანკს თუ დავუჯერებთ: აფთიაქი, მაღაზია, საწვავი. ასეა დალაგებული. ცხოვრებაში მეხარჯება ყველაზე მეტი თანხა.


ვინ იქნება რეზო ბლიაძე 10 წლის შემდეგ?


რეზო ისევ რეზო იქნება. გაზრდილი, საკმაოდ დიდი სამუშაო გამოცდილებით და ახალი იდებიით შეპყრობილი და ამ იდეებისთვის განსახორციელებლად ყველაფერზე წამსვლელი.


რამე ამბავი, ფაქტი თქვენს შესახებ, რაც ადამიანებს გააოცებს?


ჩემი თვითმიზანი არასოდეს არ არის ადამიანების გაოცება. თუმცა დარწმუნებული ვარ არაერთი კოლეგა და მეგობარი გაოცებულია იმით, რასაც ვაკეთებთ მე და ჩემი მეგობრები და ეს არის ჯგუფი ,,რეზო და ბავშვები“ და ჩვენი დაუღალავი ათწლიანი შრომა წარმატებისთვის.




ავტორი: ანასტასია ფერაძე, 15 წლის

NEW მედია კლუბის წევრი






Print