მოზარდის ბლოგი ჩვენზე და თქვენზე
როცა ინტერნეტი არ გაქვს ან „გიჭედავს“

კორონავირუსის გავრცელების რისკის და პანდემიის გამო, ერთ დღესაც  ინტერნეტზე დამოკიდებული გახდა მთლიანად განათლების სისტემა.

ყველა სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. აქ კი აუცილებელი იყო გვქონოდა ინტეტრნეტი, რომ  გაკვეთილებს დავსწრებოდით. ჩვენს სოფელში, ჭობისხევში, ძალიან ბევრ ბავშვს არ ჰქონდა წვდომა გლობალურ ქსელზე, რის გამოც გაკვეთილებზე ვერ ესწრებოდნენ. პრობლემამ  სახელად „უინტერნეტობა“  ჩემს გარშემო ბევრი გამოწვევა შექმნა.

 

თავდაპირველად როდესაც კორონავირუსის პირველი ტალღა დაიწყო და ონლაინ სწავლებაზე გადავედით, 2020 წლის 1 მარტს, მეც არ მქონდა ინტერნეტი.ხანდახან გაკვეთილებს ვერ ვესწრებოდი ან თუ ვესწრებოდი ინტერნეტის მოწოდების პრობლემა მქონდა და ხმა ცუდად  მესმოდა, რის გამოც ხშირად  მასწავლებლის ახსნილს  ვგებულობდი. შემდეგ სახლში  SkyTel-ის ინტერნეტი დავაყენეთ, შედარებით უკეთესია, მაგრამ ხშირად ითიშება და შეიძლება რამდენიმე დღე ინტერნეტი არ მქონდეს. ჩემს მსგავსად სოფელში არაერთი ბავშვია.

გიზიარებთ ჩემი სკოლელების მოსაზრებებს, რა დაგვაკლო უინტერნეტობამ.


,,ინტერნეტი ჩვენი სოფლის დიდი პრობლემაა.უინტერნეტობა ბევრ რამეზე უარის თქმას გვაიძულებს.მაგალითად არის ძალიან ბევრი ტრენინგი და გაკვეთილი, მაგრამ რადგან ინტერნეტი არ მაქვს ვერ ვესწრები. ჩემს გარდა ბევრ ბავშვს არ აქვს ინტერნეტი. თუ გვაქვს ძალიან ჭედავს.მე ტელეფონის ინტერნეტს ვრთავ, რომელიც ძვირი ჯდება. ვისურვებდი, რომ კარგი ინტერნეტი მქონდეს და არ გაჭედოს.“-  ნუგო 13 წლის.

,,ჩემს სოფელში ძალიან ბევრი ბავშვია ინტერნეტის გარეშე.ზოგს აქვს მაგრამ მათი ინტერნეტი მუდმივად ჭედავს.უინტერნეტობის პრობლემამ განსაკუთრებით პანდემიისას იჩინა თავი.ონლაინ სწავლების დროს ინტერნეტი ხშირად ჭედავს.გაკვეთილებს ვერ ვესწრები, ხან  ხმა არ ისმის. მასწავლებლები  საყვედურს მეუბნებინ.  იციან კარგი ინტერნეტი, რომ არ მაქვს. იმედი მაქვს ჩემს სოფელში მალე ინტერნეტი იქნება და ეს ყველა ჩვენგანს გაახარებს“-გიორგი 14 წლის.

,,უინტერნეტობამ დიდი პრობლემა შემიქმნა განათლების მხრივ.  გაკვეთილებს ვერ ვესწრები. განსაკუთრებით ქართულის და მათემატიკის სწავლა მიჭირს, რადგან შედარებით რთული საგნებია. ხანდახან   მასწავლებლებიც ვერ გვერთვებიან, კარგი ინტერნეტ კავშირი  არ აქვთ. ვისურვებდი,რომ სწრაფი და გაუმჯობესებული ინტერნეტი მქონდეს.“ -  ანა 9 წლის.

როგორც ჩანს პანდემიის დასასრული არც ისე ახლოა, ინტერნეტზე დამოკიდებულთა რიცხვი და მისი როლი ყოველდღიურობაში მუდმივად იზრდება, ჩვენ კი ინტერნეტი ისევ არ გვაქვს.



მარიამ სამსონაშვილი,  13 წლის

New მედია კლუბის წევრი





 

Print