მოზარდის ბლოგი ჩვენზე და თქვენზე
დაბინძურებული ჰაერი რომ არ ვისუნთქოთ
გარემოს გააჩნია უამრავი საფრთხე, თუმცა ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს დაბინძურება. ეს პრობლემა ჩვენთვის ახალი არ არის. დაბინძურება შეიძლება, ბუნებრივადაც მოხდეს, თუმცა მისი დიდი ნაწილი ადამიანის სხვადასხვა საქმიანობის შედეგია. მაგალითად: როდესაც ჩვენ ადამიანები მდინარეებში, ზღვებში, ქუჩებში ვყრით ნაგავს, ეს დაუშვებელია.



ალბათ თქვენც დამეთანხმებით, რომ ყველაზე მეტად ქუჩები ბინძურდება და ამას ხშირად ჩვენ, ადამიანები ვაკეთებთ.

არ ვიცი ამას რა ვუწოდო. სიზარმაცე? რომ გვეზარება ხშირად ნაგვის ურნებში ჩაყრა, ან შეიძლება ვუწოდოთ ადამიანი, რომელიც თავის სამშობლოზე არ ზრუნავს.

რა თქმა უნდა არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც მხოლოდ ნაგვის ურნებს იყენებენ. თუმცა ბევრი ადამიანი ქუჩების დაბინძურების ერთ-ერთ მიზეზად ნაგვის ურნების ნაკლებობას მიიჩნევს, ნამდვილად საოცრებაა.





დაბა სადაც მე ვცხოვრობ, წაღვერია. არ არის გამონაკლისი. ქუჩები აქაც დაბინძურებულია. როდესაც ამას ვხედავ ძალიან მტკივა გული. დარწმუნებული ვარ, თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია, რომ თავისი სამშობლო სუფთა შეინარჩუნოს.




მე ძალიან მინდა  ჩემი ქვეყანა სუფთა იყოს. ალბათ თქვენც გექნებათ ამის სურვილი. მე მხოლოდ ერთი რამ ვიცი, თუ თითოეულმა ჩვენთაგანმა არ მოვუარეთ გარემოს და არ დავიცავით, ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დავდგებით. მაგ: ვისუნთქებთ დაბინძურებულ ჰაერს, რაც საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ამიტომ, თუ გვინდა თავი ავარიდოთ მსგავს პრობლემებს, უნდა მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ გარემოს!


ლარა არუთინიანი
13 წლის

New მედია კლუბის წევრი



Print