მოზარდის ბლოგი ჩვენზე და თქვენზე
მოზარდები, გართობა და კორონავირუსის პანდემია
მე გიორგი დვალიშვილი ვარ. ბორჯომის N1 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე. ბორჯომში არ არის ბევრი გასართობი, გარდა პარკისა. ისიც მარტო ზაფხულშია გახსნილი. თან ახლა,  კორონავირუსის პანდემიის დროს ბევრი შეზღუდვა დაწესდა, რის გამოც ბავშვები ვეღარ ვერთობით და ისე ხშირად ვეღარ ვხვდებით ერთმანეთს.

ზამთარში ძირითადად მეგობრებთან ერთად ვერთობი თოვლში, ხოლო ზაფხულში მეგობრებთან ერთად პარკში დავდივარ. ახლა ვინიდან პანდემიაა ონლაინ ვთამაშობ მეგობრებთან.

გარდა სკოლისა დავდივარ ინგლისურსა და მათემატიკაზე. ბევრი თავისუფალი დრო აღარ მრჩება. თავისუფალ დროს წიგნს ვკითხულობ ან კომპიუტერულ თამაშებს ვთამაშობ. დღესდღეობით ჩემი თანატოლების უმეტესობა ასე ატარებს დროს.

ამ თემასთან დაკავშირებით ჩემი თანატოლები გამოვკითხე.




გიორგი დვალიშვილი. 13 წლის

New მედია კლუბის წევრი











Print