მოზარდის ბლოგი ჩვენზე და თქვენზე
სკვერი გვინდა გვქონდეს
ჩვენს სოფელს ჰქვია ბალანთა. ბალანთა სამცხე-ჯავახეთის მაღალმთიანი სოფელია. ბორჯომიდან დაახლოებით 70 კმ-ით არის დაშორებული. აქ დაახლოებით 150 ადამიანი ცხოვრობს, ზამთარში მოსახლეობა მცირდება.






ჩვენ (ნინი კონსტანტინოვი და თამარა მიქოიანი) ამ სოფელში დავიბადეთ, სკოლაშიც აქ ვსწავლობთ. გვიყვარს აქაურობა, მაგრამ ბევრი რამეა რისი შეცვლაც გვინდა. გვინდა სხვანაირი, უფრო თანამედროვე იყოს ჩვენი სოფელი.

აი მაგალითად, სოფელში არ გვაქვს არანაირი გასართობი, განსაკუთრებით ზაფხულში. ბავშვები მეზობლების ბაღებში მივდივართ, რაზეც უფროსები გვიბრაზდებიან. დილა რომ თენდება, გვინდა სკვერში გავისეირნოთ, ერთად შევიკრიბოთ მეგობრები, ვითამაშოთ, ვისაუბროთ, მაგრამ ძირითადად სახლებში გვიწევს ყოფნა.

ჩვენთან რომ წრეები იყოს, ან ინსტრუმენტებზე დაკვრის, ან ცეკვის, ასე გვგონია ჩვენი ნიჭი არ დაიკარგებოდა.





სოფელში ბოლო წლებში ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი რამ გვინდა ჩვენთვის, მოსწავლეებისთვის და აქ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის.
გაზიფიცირება მოხდა, გარე განათება გაკეთდა, დაიგო ასფალტი, აშენდა სპორტდარბაზი, აშენდა ამბულატორია და ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტების რძის გადამამუშავებელი საწარმო. მოუგვარებელი რჩება ექიმის პრობლემა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც დაგვჭირვებია სამედიცინო დახმარება, მაგრამ ამისთვის შორს მდებარე ქალაქში გვჭირდება წასვლა, ბორჯომში, ახალქალაქში ან თუნდაც ახალციხეში.


ამის გარდა, არ არის მაღაზიებიც. პროდუქტის საყიდლად ქალაქში გვიწევს წასვლა. ველოდებით მანქანით თუ ამოვა ვინმე, ვინც გაყიდის პროდუტს.






ყველაზე მეტად კი მაინც თანამედროვე სკვერი გვინდა გვქონდეს...




ნინი კოსტანტინოვი

თამარა მიქოიანი

NEW მედია კლუბის წევრი









Print