მოზარდის ბლოგი ჩვენზე და თქვენზე
9 აპრილი - გლოვის და გამარჯვების დღე
9 აპრილი ის დღეა, როდესაც გმირებმა 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გაწირეს თავი.  ერთიანობის საფუძველზე დღეს ყველა ქართველი ერთად ვართ. ჩვენ ვალდებულნი ვართ ამ დღეს ბრძოლის დროს თავგანწირულ ადამიანებს მივაგოთ პატივი. ეს ჩვენი ვალდებულებაა! ცხრა აპრილი ის დღეა, რომელიც ასოცირდება დღესთან, როდესაც ჩვენი ქვეყნის ისტორია დაიწერა.

9 აპრილი ის დღეა როდესაც ჩვენმა მტრებმა საქართველოს მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეები დაარბიეს და უდანაშაულო ხალხი დაჩეხეს.  ამავე დროს 9 აპრილი გლოვისა და გამარჯვების დღეა!

როდესაც მივდივარ მემორიალთან ან იმ ადგილს ჩავუვლი გვერდით, წარმოვიდგენ რა დღე გადაიარეს ქართველებმა. მე ყოველ წელს მივდივარ მემორიალთან და პატივს ვცემ 9 აპრილს დაღუპულ გმირებს. ისინი გმირები არიან რადგან კიდევ ერთხელ გამოაფხიზლეს ქართველი ერი.  იმ დროს ყველა ერთმანეთს დაუდგა გვერდით. მემორიალთან  ხშირად მიმიტანია ტიტები. ტიტა ხომ ის ყვავილია,  რომელიც იმ მწარე დროს ცრემლს და გამარჯვებას უკავშირდება. მე ვამაყობ იმით რომ  ქართველი ვარ. მადლობა ქართველ გმირებს!


მარიამ ტაბატაძე. 13 წლის

New მედია კლუბის წევრი



Print