მოზარდის ბლოგი ჩვენზე და თქვენზე
პანდემიის გამო შეცვლილი ცხოვრება
ცხოვრება კოვიდ პანდემიამდე სულ სხვანაირი იყო . ბავშვები სკოლებში დადიოდნენ , უფროსები სამსახურში. გარეთ გასეირნება და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა შეიძლებოდა. ყველა ჯანმრთელად და ბედნიერად იყო.

სანამ ყველა კარგად იყო და მხიარულობდა, ამ დროს ჩინეთის პროვინციის ქალაქ უხანში გამოჩნდა ვირუსი, რომელსაც სახელად ჰქვია კოვიდ 19. ის ერთი ადამიანის ორგანიზმში მოხვდა და ასე გავრცელდა. მას ძალიან მოეწონა ადამიანის ფილტვებში ყოფნა . ასე მთელ ჩინეთს მოედო. ეს არ იკმარა და საზღვრებსაც გასცდა. მოაღწია ჩვენამდე საქართველოში . ჩვენ მისგან დასაცავად მოგვიწია პირბადის ტარება , სახლში დარჩენა და დისტანციის დაცვა. ცოტა ხანში კი ყველაფერი დაიკეტა და დისტანციურზე რეჟიმზე გადავედით .

ჩვენ კოვიდ პანდემიის ორი ტალღა გადავლახეთ, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცით რა გველის წინ. ცხოვრება კოვიდ პანდემიამდე და მის შემდეგ ძალიან შეცვლილია. ადამიანებს სახლში ყოფნით დაავიწყდათ ერთმანეთთან კომუნიკაცია. სამყარო გახდა ვირტუალური. აღარ შეიძლება მეგობრებთან სტუმრობა, გართობა, სკოლაში სიარული და. ა. შ .

ჩემზე უარყოფითად იმოქმედა პანდემიამ. რთული იყო დისტანციურზე გადასვლა, სახლში ჩაკეტვა და პირბადის ტარება . ყოველდღე ტელევიზორიდან ვიგებდით ახალ ინფორმაციას. ვუყურებდით სხვა ქვეყნებში როგორ ავადდებოდა და იღუპებოდა ხალხი. არამარტო სხვა ქვეყნებში არამედ საქართველოშიც. ჩვენთვის ეს სტრესის მაგვარი იყო. ყველანაირად შეზღუდული ვიყავი. ასე მეგონა საკანში ვიყავი გამოკეტილი. მეგობრებსაც ვერ ვსტუმრობდი, მაგრამ ამდენ ცუდ რამეს, კარგი მხარეც აქვს. ამდენი ხანი სახლში არასდროს გამიტარებია. ბევრი წიგნი წავიკითხე, ხატვით დავკავდი და ჩემი პატარა ძმის გართობით. მეტი დრო მქონდა იმისათვის, რისი გაკეთებისთვისაც ადრე სულ არ მქონდა დრო. ჩემთვის სამყარო ვირტუალური გახდა და მგონი არამარტო ჩემთვის არამედ მთელი მსოფლიოსთვის .



ნინო რამიშვილი. 12 წლის

New მედია კლუბის წევრი



Print