მოზარდის ბლოგი ჩვენზე და თქვენზე
ჩვენზე და თქვენზე
დღეს რუბრიკის პრემიერა გვაქვს.
,,ჩვენზე და თქვენზე“ - ასე ვუწოდეთ ახალ ბლოგს, რომელშიც დღეიდან ჩვენს მიერ მომზადებული მულტიმედია მასალები განთავსდება.

მ მასალების ავტორები ჩვენ ვიქნებით: VII-VIII კლასების მოსწავლეები ბორჯომის, ახალციხის და ნინოწმინდის 8 საჯარო სკოლიდან.

2020 წლის ბოლოს მივიღეთ მონაწილეობა ,,სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში, გავიმარჯვეთ და ,,New -მედია კლუბის“ წევრები გავხდით.

სამი თვის განმავლობაში გავიარეთ სხვა და სხვა თემატური ტრენინგები ჟურნალისტიკის საფუძვლებში, ფოტოხელოვნებაში, შევისწავლეთ ინტერვიუების ჩაწერის ტექნიკები, მულტიმედია მასალების მომზადება. გვქონდა როგორც თეორული, ასევე პრაქტიკული სავარჯიშოებიც.

ამავე პერიოდში შევხვდით ჩვენს თანატოლებს და უფროსებს, ჩვენს მეზობლებს, მეგობრებს, ნაცნობებს და უცნობებს.

ადევნეთ თვალი ჩვენს ბლოგს, მალე გაგაცნობთ მათ. მოგიყვებით ჩვენზე და თქვენზე. დავწერთ ყველაფერზე, რაც ჩვენ გვეხება და გვაინტერესებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი ნებისმიერი გამოხმაურება, ნებისმიერი უკუკავშირი თქვენგან. გთხოვთ მოგვისმინოთ და გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები.

წინასწარ გიხდით მადლობას.

New- მედია კლუბის წევრები


მასალა მომზადებულია პროექტის ფარგლებში ,, New - მედია კლუბი მოზარდებისათვის“, რომელსაც ახორციელებს ,,სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი“ PH international – „სკოლის, საზოგადოების და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის „ (SCOPE) ფარგლებში, აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით.


Print