დასაქმების ფორუმი ახალციხეში
10 ივნისს, CENN ევროკავშირის მხარდაჭერითა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ახალციხეში ახალგაზრდებისათვის დასაქმების ფორუმს აწყობს.


ფორუმის მიზანია ერთმანეთს შევახვედროთ დამსაქმებელი და დასაქმების მაძიებელი ვაკანსიების გასაცნობად.


შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, 11:00-დან 16:00 საათამდე ჩატარდება.
Print