ა.ო "მწვანე ბორჯომმა" ა.ო "სამცხე-ჯავახეთის მედია
ცენტრთან" ერთად ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო,
სახელწოდებით: "ქვაბისხევის ტყეზე მავნე ზეგავლენის შემცირება
ენერგოეფექტური საშუალებების დანერგვით და გარემოსდაცვითი კამპანიების
წარმოებით".პროექტის ფარგლებში, ქვაბისხევში 8 ბენეფიციარი ოჯახი
შეირჩევა და მათ ენერგოეფექტური ღუმელები და მზის ჰელიო სისტემის
წყლის გამაცხელებლები გადაეცემათ.
აღნიშნული პროექტი, ქვაბისხევში ა.ო "მწვანე ბორჯომის" უკვე
განხორციელებული პროექტის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს.რომლის
ფარგლებშიც, სოციალურად დაუცველ ოჯახებს ქვაბისხევში 10
ენერგოეფექტური ღუმელი გადაეცათ,ასევე მცირე ტურისტულ ბიზნესში ჩართულ
4 ოჯახს,კერძოდ საოჯახო სასტუმროებს,საკალმახესა და ღვინის მარანს
ქსელში ჩართული მზის ჰელიო-სისტემები დაუმონტაჟდათ.
პროექტი დაფინანსებულია, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე
გრანტების პროგრამის ფარგლებში.პროექტის ხანგრძლივობა 6 თვეს
შეადგენს.