#ქალაქიხასიათით – ასე ჰქვია ქართული მინერალური წყალი „ბორჯომის“
შემოქმედებით კონკურსს, რომლის მიზანია საქართველოს ქალაქების
ინდივიდუალური ხასიათის წარმოჩენა და მათი ფართო აუდიტორიისთვის
გაცნობა.მასშტაბურ კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოში
მცხოვრებ ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამისთვის საჭიროა კონკურსანტმა
გადაიღოს მოკლე ვიდეო, ან შექმნას ფოტოკოლაჟი და მისცეს მას ვიდეოს
სახე, რომელშიც გვიამბობს შერჩეული ქალაქის შესახებ, კადრში
გამოიყენოს „ბორჯომი“, ატვირთოს საბოლოო პროდუქტი საკუთარ სოციალურ
ქსელში (Facebook/Instagram) ჰეშთეგებით #ქალაქიხასიათით, #ბორჯომი,
#დაახასიათეშენიქალაქი და გაუზიაროს მისი ნამუშევარი მეგობრებს.