ბოლო დღეებში ვიხილეთ თავდასხმა საქართველოს ეკლესიაზე და მის
ლიდერზე. საბედნიეროდ, ასეთ გამოწვევაზე საზოგადოების
კონსოლიდირებულმა რეაქციამ დაადასტურა მისი მოწიფულობა, - ამის
შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში
მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე
სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მან დეზინფორმაციაზე ისაუბრა და
დეზინფორმაციისა და ცილისწამების მაგალითად საქართველოს ეკლესიასა და
მის ლიდერებზე ბოლო დღეებში განხორციელებული თავდასხმა დაასახელა.