საკალათბურთო სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩ-აქციას წელს ხაშური
უმასპინძლებს. ამით all star-ის რეგიონებში ჩატარების ტრადიცია
გრძელდება, რაც ჩვენს ქვეყანაში კალათბურთის პოპულარიზაციას და
სპორტის ამ სახეობაში მეტი ადამიანის ჩართულობას ემსახურება. ბოლო
წლებში ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქცია ქუთაისში ტარდებოდა და წელს
მისი ხაშურში ჩატარება ამ ქალაქში ახალი სპორტკომპლექსის აშენების
შემდეგ გადაწყდა.