ა.ო სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი ოთხი დღის განმავლობაში
მასპინძლობდა უფროსკლასელებს და მათ მასწავლებლებს სამცხე-ჯავახეთის
ექვსივე მუნიციპალიტეტიდან. ბორჯომში მათ ტრენინგები იმ პროექტის
ფარგლებში ჩაუტარდათ, რომელსაც ,,მოზარდის ხმა„ ჰქვია. პროექტი მიზნად
ისახავს მოსწავლეების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და
მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარებას.