მთავარი ქვაკუთხედი ამ კოდექსის არის ის, რომ ჩვენ ეტაპობრივად
გავაუქმოთ სოციალური ჭრა და გადავიდეთ მდგრად მეურნეობებზე - ამის
შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო
დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა განაცხადა. თუმცა მისივე
თქმით, სოციალური ჭრის გაუქმება არ ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობას
ტყეზე და ტყის რესურსებზე ხელმისაწვდომობა ეკარგება.