„ბაკურიანობა 2020“, დღეს,საზეიმოდ გაიხსნა.
- 12:00 საათზე სტარტი აიღო ტრამპლინიდან ხტომამ.
- 14:00-17:00 საათამდე მიმდინარეობდა ჰოკეის მატჩი,რომელშიც
თბილისისა და ბაკურიანის ჰოკეისტთა გუნდები მონაწილეობდნენ. მატჩი,
ბაკურიანის გუნდის გამარჯვებით დასრულდა,ანგარიშით 5:1.
დღეს, ასევე დაგეგმილი იყო Free style jumping show (შეჯიბრი
თხილამურებით და თოვლის დაფით),თუმცა ძლიერი ქარის გამო,სპორტული
აქტივობა, ხვალ, გაიმართება.
რაც შეეხება 16 თებერვლის, ბაკურიანობის პროგრამას:
- 11:00 საათზე დაიწყება - Off-road მაღალი გამავლობის
ავტომობილების შეჯიბრი 5 კატეგორიაში - (წრიულის მიმდებარე
ტერიტორია)
- 12:00 საათიდან - 15:00 საათამდე პატარების განწყობის
ასამაღლებლად გაიმართება სახალისო საბავშვო თამაშები - (,,ჯოილენდის“
მიმდებარე ტერიტორია)
- 13:00 საათზე გაიმართება თხილამურებით სირბილი (ბიატლონი) - (ე.წ.
ოცდახუთიანების მიმდებარე ტერიტორია)
- 18:45 საათზე დაგეგმილია საპატიო ბაკურიანელის დაჯილდოების
ცერემონია - (პარკის ტერიტორია)
შეგახსენებთ,რომ ბაკურიანის მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად შეირჩა
ორი პიროვნება, რომლებსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის
გადაწყვეტილებით მიენიჭებათ ,,საპატიო ბაკურიანელის“ წოდება. ისინი
დაჯილდოვდებიან გალა კონცერტის დაწყებამდე, საპატიო სიგელებით,
სამკერდე ორდენით და სამახსოვრო/სახელობითი საჩუქრით.
- 19:00 საათზე დაგეგმილია გალა კონცერტი - (ბაკურიანის პარკი)