შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 2 მარტს, ბრალდებულმა ახალგაზრდა
მამაკაცმა დედას - 1958 წელს დაბადებულ თ.ტ.-ს, ურთიერთშელაპარაკების
ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა,
შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილი ქალის ცხედარს
მათსავე საცხოვრებელი სახლის ეზოში ცეცხლი წაუკიდა.