გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, დღეს 11 ივნისს, დღის მეორე ნახევარში, რაჭა-ლეჩხუმის და
ქვემო სვანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის,
მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში, ასევე, დედაქალაქში,
მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი,
სეტყვა და ქარის გაძლიერება.