"ამერიკაში ყოველდღიურად იმატებს ინფიცირებულ ადამიანთა რიცხვი და ჩვენ ეპარქიასაც შეეხო ეს. ვადასტურებ, ჩვენ გვყავს დაინფიცირებული სასულიერო პირი. მას უკვე დაუდგინდა კორონავირუსი" - ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
ჩინეთის მიერ ნაჩუქარი სწრაფი ტესტები უკვე თბილისშია. ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია სოციალურ ქსელში წერს.