საქართველოში მოქმედი 60-ზე მეტი
მედიაორგანიზაცია, „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტს
ეწინააღმდეგება. მედიაორგანიზაციების განცხადებით, კანონის მიზანი
კრიტიკული მედიის გაჩუმება და გაუქმებაა. გთავაზობთ განცხადებას:
ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი მედიაორგანიზაციები,
კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების
მიერ ინიცირებულ რუსულ კანონპროექტებს "უცხოური გავლენის აგენტების"
შესახებ.