სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა,
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სქესობრივი კავშირის
იძულების ფაქტზე 4 პირი დააკავა, ხოლო პირადი მიმოწერის გავრცელების
ფაქტზე კი ერთი პირი ამხილა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წლის იანვრიდან მარტამდე
პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სქესობრივი კავშირის
იძულების, პირადი მიმოწერის გავრცელებისა და სიცოცხლის მოსპობის
მუქარის 5 ფაქტი გახსნა.